ანტარქტიდისკენ მიმავალმა ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მედიის ინფორმაციით, ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი პუნტა-არენასის ქალაქიდან ანტარქტიდის ბაზაზე მიფრინავდა. ბორტზე მყოფთაგან 17 ეკიპაჟის წევრი იყო, 21 კი მგზავრი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.