logo_geo
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა
- +

10 დეკემბერი. 2019. 14:51

 

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, იური ლუჟკოვი მიუნხენში გარდაიცვალა, სადაც გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

 

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა. ამის შემდეგ ის რუსეთის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სამჯერ 1996, 1999 და 2003 წლებში აირჩიეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი