logo_geo
„ძაღლისთავიანი წმინდანი, იგივე წმინდა ქრისტეფორე, რომელსაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად მიიჩნევს“
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:58

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სვეტიცხოველი - ძაღლისთავიანი წმინდანი, იგივე წმინდა ქრისტეფორიე. ამ წმინდანს გამოსახავენ ძაღლის თავით. ლეგენდის მიხედვით, ის იყო 5,5 მეტრი სიმაღლის კინოცეფალი (ძაღლისთავიანი ადამიანი) ერთ-ერთი ჩრდილოაფრიკული ტომიდან მარმარიტიდან. ამბობენ, რომ ის ძაღლისთავიანად ღმერთმა გააჩინა, რათა ქალებისადმი მიდრეკილება არ ჰქონოდა და უბიწოდ ეცხოვრა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მონათვლამდე წმინდა ქრისტეფორე რომელიმე კულტის მიმდევარი იყო, რის გამოც ძაღლის ნიღაბს ატარებდა. ასეა თუ ისე, ის მოღვაწეობდა მესამე საუკუნეში და შესაბამისად, ორივე - კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია - წმინდანად მიიჩნევს“, - წერს კალანდია.

 

 

 

big_banner
არქივი