logo_geo
Roxette-ს ვოკალისტი, მარი ფრედრიკსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

11 დეკემბერი. 2019. 00:14

 

 

ცნობილი შვედური მუსიკალური ჯგუფის, Roxette -ს ვოკალისტი, მარი ფრედრიკსონი, რომელსაც 80-90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვოკალისტად მიიჩნევდნენ, 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

როგორც The Guardian -ი იტყობინება, 2002 წელს, მომღერალმა სააბაზანოში გონება დაკარგა და წაქცევის შედეგად თავის ქალა დაიზიანა. მაშინ გამოვლინდა, რომ ერიკსონს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ექიმებმა მას გადარჩენის 25%-იანი შანსი მისცეს. მართალია, მაშინ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაგრამ გადატანილი სხივური თერაპიის გამო მას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა.

 

საკულტო ჯგუფის ცნობილი სოლისტი 2016 წლამდე ახერხებდა, რომ კონცერტები კვლავ წარმატებით ჩაეტარებინა, თუმცა შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სცენაზე გამოსვლებიც შეწყვიტა.

 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ის 17 წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს.

ოხეტტე მარი ფრედრიკსონმა და პერ გესლემ 1986 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ ათეულობით მსოფლიო ჰიტი ჩაწერეს, რომლებმაც მრავალი ქვეყნის ჩარტები დაიპყრო. ათი ალბომის მქონე დუეტმა მსოფლიოს მასშტაბით 75 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

 

თავისი მუსიკალური პარტნიორის, მარი ერიკსონის გარდაცვალებას პერ გელე ასე გამოეხმაურა: "აღარაფერი იქნება ძველებურად".

 

 

 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი