logo_geo
მეცნიერებმა იდეალური ტკივილგამაყუჩებელი კომპიუტერული მოდელირებით შექმნეს
- +

4 მარტი. 2017. 21:17



ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი უნიკალური მეთოდით მიიღეს. ამისათვის მათ კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს.


აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდა ოპიოიდური წამლის მიღება, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება. ამის შესახებ ჟურნალი „Science" იუწყება.


მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციის მეთოდით გააანალიზეს ორგანიზმის ოპიოიდურ რეცეპტორებზე სხვადასხვა მოლეკულების ზემოქმედების ეფექტი და თავდაპირველად შექმნეს წამლის პროტოტიპი სახელწოდებით NFEPP. ტრადიციული წამლებისაგან განსხვავებით, პრეპარატმა არ უნდა გამოიწვიოს გონების დაბინდვა, გულისრევა, შეკრულობა, დამოკიდებულობა და სუნთქვის შეჩერება.


კომპიუტერული მოდელის საფუძველზე მოხდა წამლის სინთეზირება, რომელმაც შემდეგ ექსპერიმენტული ტესტირება გაიარა. პროცესში ელექტრონული მოდელიც გამოიყენეს, რომელიც ანთებითი პროცესის დროს პროტონების მომატებულ კონცენტრაციას ანგარიშობს. გაირკვა, რომ ორგანიზმის ოპიოიდური რეცეპტორების აქტივაციისთვის მოქმედი ნივთიერების პროტონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


ცხოველებზე ჩატარებული ცდებით დადგინდა, რომ პრეპარატი კარგად მოქმედებს ანთებით კერებზე, ხოლო ჯანმრთელი ქსოვილი მასზე არ რეაგირებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი