logo_geo
ტურისტებს ფიტოსერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ
- +

14 დეკემბერი. 2019. 01:35

 

2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილს და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

 

კერძოდ, ძალაში შედის ევროკავშირის კანონმდებლობა რომელიც ფიზიკურ პირებს სერთიფიკატის გარეშე მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანას უკრძალავს. ამასთან სერთიფიკატის ქონის შემთხვევაში ტურისტი ევროკავშირის ქვეყნებში ამ სახეობის პროდუქტის 2 კილოგრამზე მეტს ვერ შეიტანს. ფიტოსანიტარული სერთიფიკატის ვალდებულება არ ვრცელდება ბანანზე, ფინიკზე, ანანასზე და ქოქოსზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი