logo_geo
ჯონ ლენონის სათვალე 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
- +

14 დეკემბერი. 2019. 11:43

 

 

ჯონ ლენონის ლეგენდარული სათვალე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდეს. უცხოური მედიის ცნობით, უცნობმა კოლექციონერმა ის 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

 

ლენონმა სათვალე პირველად 1966 წელს გაიკეთა, როდესაც რიჩარდ ლესტერის ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ მონაწილეობისთვის ემზადებოდა. მას შემდეგ მრგვალი სათვალე მუსიკოსის იმიჯის ნაწილი გახდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი