ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად მყვინთავებმა 16 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებული 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათგან უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ კუნძულზე ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, იმ დროისთვის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის უმრავლესობა ტურისტი იყო. ამასთანავე, სამძებრო სამუშაოებს ვულკანის ხელმეორედ ამოფრქვევის საფრთხე ართულებდა.