logo_geo
ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

16 დეკემბერი. 2019. 10:59

 

 

„ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავებულია. მაშველები და მეხანძრეები შენობაში სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებენ.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა 17 და დაშავდა 35 ადამიანი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი