ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ქვანახშირის მაღაროში, აფეთქების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ორი ადამიანის პოვნა, რომლებიც აფეთქების შედეგად მიწის ქვეშ მოყვნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ადგილზე 347 მაღაროელი მუშაობდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
მედია ჩინეთის მაღაროებში არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს. გასულ თვეს, შანხაის პროვინციაში მომხდარი აფეთქების დროს 15 ადამიანი დაიღუპა.