logo_geo
ფინეთი ევროკავშირის ყველა მოქალაქეს საშობაო საჩუქარს სთავაზობს
- +

18 დეკემბერი. 2019. 10:49

 

ფინეთი ევროკავშირის ყველა მოქალაქეს საშობაო საჩუქარს სთავაზობს-უფასო ონლაინ კურსი ხელოვნურ ინტელექტში. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს.

 

მედიის ცნობით, იმის ნაცვლად, რომ ფინეთის მთავრობას, ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად, უცხოელი კოლეგებისთვის შარფები და ჰალსტუხები გაეგზავნა, ქვეყანა ევროკავშირის დაახლოებით 5 მილიონ მოქალაქეს ხელოვნური ინტელექტის საბაზისო კურსს გაატარებს.

 

ფინეთის მთავრობის მიერ დაანონსებული პროექტი ჰელსინკის უნივერსიტეტთან კოორდინაციით განხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განურჩევლად ასაკისა, განათლებისა თუ პროფესიისა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი