logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს დღეს უყრის
- +

18 დეკემბერი. 2019. 11:14

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს დღეს უყრის. მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა დაამტკიცა ის მუხლები, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს წაუყენებენ ბრალს. ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

 

წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა დებატების გამართვის წესი, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრამდე გაიმართება.

 

დებატები ექვსი საათი გაგრძელდება. ეს დრო „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წარმომადგენლებს შორის თანაბრად განაწილდება. ამის შემდეგ ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას უყრიან კენჭს.

 

ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს იმ კონგრესმენების კანდიდატურები, რომლებიც სენატში დაგეგმილ პროცესზე მხარეებად წარსდგებიან.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 24 სექტემბერს წამოიწყო. „დემოკრატები“ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლის განხორციელებაში სდებენ ბრალს, რათა ამ უკანასკნელს ტრამპის კონკურენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

 

აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება სულ სამჯერ მოხდა. იმპიჩმენტი გამოუცხადეს ენდრიუ ჯონსონს, ბილ კლინტონს და რიჩარდ ნიქსონს. ჯონსონი და კლინტონი სენატმა გაამართლა. ნიქსონმა მოსმენების დაწყებამდე დატოვა თანამდებობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი