logo_geo
Facebook-მა გააუქმა ტრამპის მხარდამჭერი გვერდი, რომელსაც 55 მილიონი გამომწერი ჰყავდა
- +

22 დეკემბერი. 2019. 11:32

 

 

Facebook-მა ტრამპის მხარდამჭერი 55 მილიონიანი გვერდი გააუქმა. Facebook-ის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გზავნილებისთვის.

 

ყალბი ანგარიშების შექმნაში ჩართულმა ორგანიზაციებმა რეკლამირებაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს თანხა ისეთი შინაარსის რეკლამას მოხმარდა, როგორიცაა კონსერვატიული იდეოლოგია, პოლიტიკური კანდიდატები, ვაჭრობა, ოჯახის ღირებულებები და რელიგიის თავისუფლება.

 

კომპანიამ განაცხადა, რომ გააუქმა 610 ანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და 72 ინსტაგრამ ანგარიში. Facebook-ის ასეთ ერთ-ერთ გვერდს 55 მილიონი გამომწერი ჰყავდა. 92 000 კი Instagram-ის ანგარიშს. ყალბი ანგარიშების შექმნაში ჩართულმა ორგანიზაციებმა რეკლამირებაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

 

Facebook აცხადებს, რომ გამოძიებას განაგრძობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი