logo_geo
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი მარტინ პიტერსი გარდაიცვალა
- +

22 დეკემბერი. 2019. 13:20

 

 

„ვესტ ჰემის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარტინ პიტერსი გარდაიცვალა. ​ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ის 76 წლის იყო. ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა.

 

პიტერსი „ვესტ ჰემში“ 1959-1970 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა „ტოტენჰემში“, „ნორვიჩსა“ და „შეფილდ იუნაიტედში“ გააგრძელა. ის ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 1966 მსოფლიო პირველობა მოიგო. ჩემპიონატის ფინალში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა, პიტერსმა გოლი გაიტანა. ინგლისელებმა გერმანელებს ანგარიშით 2:1 სძლიეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი