logo_geo
გერმანელი მილიონერი ახალ ზელანდიაში ცხოვრების მსურველ 10 მოხალისეს ეძებს
- +

22 დეკემბერი. 2019. 13:21

 

 

 

გერმანელი მილიონერი ახალ ზელანდიაში, მის მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასასახლებლად 10 მოხალისეს იწვევს. ამის შესახებ გამოცემა New Zealand Herald წერს.

 

70 წლის მეწარმე კარლ რაიპენმა, რომელიც ცივი ყავის წარმოებით გამდიდრდა, შესაბამისი შინაარსის განცხადება ახალი ზელანდიის გაზეთში გამოაქვეყნა. ის მოხალისე ქალებს და კაცებს „სამოთხეში“ ეპატიჟება, თუმცა წერს, რომ მათი ასაკი 70 წელზე მეტი არ უნდა იყოს.

 

მილიონერის სტუმრები ორ ადამიანზე გათვლილ იზოლირებულ ბინებში იცხოვრებენ. მათ ბუნების პეიზაჟებით ტკბობის, სეირნობის, თევზაობის და ცხენებით ჯირითით საშუალება ექნებათ. რაიპენმა ახალ ზელანდიაში 223 ჰექტარი ზღვასთან 2000 წელს იყიდა. ახლა მიწა $5,6 მილიონად არის შეფასებული. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი