logo_geo
დიზაინერი ემანუელ უნგარო გარდაიცვალა
- +

23 დეკემბერი. 2019. 12:11

 

პარიზში წარმოშობით იტალიელი დიზაინერი ემანუელ უნგარო 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დიზაინერმა სახელი არა მხოლოდ ტანსაცმლის ხაზის შექმნით გაითქვა, არამედ პარფიუმერიის შექმნითაც იყო დაკავებული.

 

ფრანგული გამოცემა „Le Monde“-ს ცნობით, ბოლო პერიოდში დიზაინერი ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

 დიზაინერის კარიერა უნგარომ 1950-იან წლებში დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში კრისტობალ ბალენსიაგას ატელიეში ასისტენტად მუშაობდა.

 

საფრანგეთის დედაქალაქში დიზაინერმა მოდის სახლი 1965 წელს დააფუძნა და პოპულარობა პრინტებიანი ტანსაცმლის შექმნით, 1970-80-იან წლებში მოიპოვა. მის კლიენტებს შორის აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იყვნენ.

 

1990-იან წლებში უნგაროს კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი იტალიურმა ბრენდმა „Salvatore Ferragamo“-მ იყიდა. უნგარომ მოდელიერის კარიერა 2005 წელს დაასრულა.

 

 

 წყარო: Espersona.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი