logo_geo
ნოტრდამში საშობაო ლიტურგია არ გაიმართება
- +

23 დეკემბერი. 2019. 12:26

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ პირველად საშობაო ლიტურგია არ ჩატარდება.

 

ხანძრის დროს დაზიანებული სახურავისა და თაღის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

მთავარი საშობაო ლიტურგია 25 დეკემბერს, სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუაში გაიმართება, რომელიც შუა საუკუნეების ტაძარია, ლუვრის მახლობლად. 

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას ცეცხლი გაუჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის თქმით, ტაძარს ხუთი წლის ვადაში აღადგენენ.

 

რესტავრაციის სამუშაოებში 1 მლრდ ევროა გამოყოფილია, რომელიც როგორც კერძო ისე, საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერაა შემოწირული.

 

 

წყარო: Espersona.ge

 

 

 

big_banner
არქივი