logo_geo
დონალდ ტრამპი ქარის ელექტროსადგურებზე: გინახავთ ჩიტების სასაფლაო? ისინი მამაც არწივებს კლავენ!
- +

24 დეკემბერი. 2019. 11:05

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ქარის ელექტროსადგურების წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. დონალდ ტრამპის თქმით, ელექტროსადგურები ჩიტების სასაფლაოს აწყობენ და „მამაც არწივებს კლავენ“.

 

„როგორც იცით, მე ქარის ელექტროსადგურებს კარგად ვიცნობ. იმაზე უკეთ შევისწავლე, ვიდრე სხვა ნებისმიერმა... ისინი ხმაურს იწვევს. გინდათ ნახოთ ჩიტების სასაფლაო? უბრალოდ წადით, შეხედეთ. მიდით და გაიარეთ ქარის ელექტროსადგურების ქვეშ. იმაზე მეტ ჩიტს ნახავთ, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე გინახავთ. ისინი მამაც არწივებს კლავენ. შენ რომ მოკლა არწივი, 10 წლით დაგაპატიმრებენ“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

მისივე თქმით, ქარის ელექტროსადგურების წარმოების პროცესი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მთელი პლანეტის ჰაერს აბინძურებს.

 

„ისინი ძალიან ძვირია. იწარმოება ძირითადად გერმანიაში და ჩინეთში - აქ ძალიან ცოტა, თითქმის არც ერთი. მათი წარმოებისას იქმნება გამონაბოლქვი. აირები ატმოსფეროში იფრქვევა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

ტრამპის პრეტენზიები ქარის ელექტროსადგურების დაკავშირებით არახალია. მან ისინი მიმდინარე წელს საფრანგეთში, დიდი შვიდეულის შეხვედრაზეც გააკრიტიკა, სადაც ამტკიცებდა, რომ ქარის ელექტროსადგურების ხმა, სიმსივნეს იწვევდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი