logo_geo
საბერძნეთში თურქი დიპლომატის მანქანა დაწვეს
- +

24 დეკემბერი. 2019. 12:46

 

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. თურქეთი საბერძნეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, აღკვეთოს მსგავსი ფაქტები და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს.

 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ბერძენი ხელისუფლების პირები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსგავსი ქმედებები თავიდან აიცილონ და იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან“, - განაცხადეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, საბერძნეთში, თურქი დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ მსგავსი ინციდენტები მომრავლდა.

 

„ჩვენ საბერძნეთის ოფიციალურ სტრუქტურებს მოვუწოდებთ, ებრძოლონ ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს და უზრუნველყონ უსაფრთხოება თურქული დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის“, - განაცხადეს სამინისტროში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი