logo_geo
თურქეთში, ვანის ტბაში მიგრანტების ნავის ჩაძირვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
- +

26 დეკემბერი. 2019. 11:33

 

 

თურქეთში, ვანის ტბაში მიგრანტების ნავის ჩაძირვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამაშველო სამსახურმა 64 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

 

ვანის პროვინცია, რომელიც ირანს ესაზღვრება, ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ზონაა. მიგრანტები თურქეთის საზღვარს უკანონოდ კვეთენ და ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.

 

ევროკავშირის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით, გაზეთი „ველტი“ წერს, რომ მიმდინარე წელს თურქეთის გავლით ევროპაში შესული მიგრანტების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველთა შორის პირველ ადგილზე ავღანეთის მოქალაქეები არიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი