logo_geo
ნიუ-იორკის სინაგოგაში ხუთი ადამიანი დაჭრეს
- +

29 დეკემბერი. 2019. 10:49


ნიუ-იორკის შტატ ქალაქ მონსიში სინაგოგაში თავდამსხმელი შეიჭრა და ხუთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ებრაულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიშია ჯეიმსიმ განაცხადა, რომ მონსიში მომხდარი ინციდენტის გამო „ღრმად შეშფოთებულია“ და რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი ქმედებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა არსებობს. მისივე თქმით, სიტუაციას პირადად გააკონტროლებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი