logo_geo
რუსეთის პრეზიდენტმა დამდეგი ახალი წელი ზურაბიშვილს და ზელენსკის არ მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2019. 00:02

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დამდეგი ახალი წელი, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტს, სახელმწიფოს მეთაურსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის  თანახმად, პუტინმა ახალი წელი მიულოცა ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებს.

 

ადრესატების ვრცელ ჩამონათვალში არ არიან საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები.

 

ინფორმაციაში ყველა ლიდერი არ შესულა. აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციაში შესაძლოა მოხდეს დამატება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

 

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს ახალი წელი ვლადიმირ პუტინმა არც შარშან მიულოცა.   

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი