logo_geo
ანჯელინა ჯოლის საიდუმლო აუდიოჩანაწერები - შოკისმომგვრელი სიმართლე!
- +

23 ნოემბერი. 2016. 00:46



ბრედ პიტთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ ანჯელინა ჯოლის საიდუმლო აუდიო ჩანაწერები, რომლებზეც ამდენი ჭორი დადიოდა ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ნამდვილად არსებობს.


ბრედი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, სასამართლოში ამ კომპრომატების წარდგენას აპირებდა. ჩანაწერები ანჯელინას ფსიქოლოგთან, რონ ბერდომთან ვიზიტების დროსაა გაკეთებული. ინსაიდერების ინფორმაციით, დიქტოფონზე არსებულმა ინფორმაციამ შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს ჯოლის რეპუტაცია.


ამერიკული გამოცემა Radar Оnline წერს, რომ პიტს აუდიო ჩანაწერები აქვს, რომელზეც 100 სთ, საუბარია ჩაწერილი. მასში საუბარია ჯოლის ნერვულ აშლილობაზე და უმიზეზო აგრესიაზე მის მხრიდან. ამას გარდა, ჩანაწერში არის უფრო პიკანტური მომენტებიც, სადაც წყვილის ინტიმური თემებია განხილული.


„სექსის დროს, ჯოლის სიამოვნებდა დანით ჭრილობების მიყენება საკუთარი თავისთვის, რომ სისხლის კვალი მეუღლის სხეულზეც გადასულიყო. ბრედი ნამდვილად არ იყო აღფრთოვანებული ამ ექსპერიმენტებით" - ყვებიან მსახიობის ახლობლები, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება თავად მოესმინათ ჩანაწერები.


ნივთმტკიცებულებები ხაზს უსვამს ფაქტს, რომ დეპრესიის დროს, მსახიობს შეეძლო არ გამოსულიყო რამდენიმე დღე ოთახიდან, არ ეჭამა საჭმელი და არ ეკონტაქტა ბავშვებთანაც კი. ზუსტად ამ პერიოდში დაიკლო ენჯიმ წონაში და 40 კგ-ზე ჩამოვიდა.


ამ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, პიტი აპირებს ყველაფერი გააკეთოს სასმართლოში იმისთვის, რომ ბავშვებზე სრული მეურვეობა საბოლოოდ მას მიანიჭონ.


„ბრედი აღიარებს, რომ მას ჰქონდა შეგრძნება, თითქოს ორ სხვადასხვა ადამიანთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც მან ენჯი გაიცნო, მას რბილი და მომთმენი ხასიათი ჰქონდა, ბოლო წლებში კი უფრო და უფრო მეტად ეფინებოდა ნათელი მისი ხასიათის ბნელ მხარეს. მას შეეძლო ყველა ნივთი ესროლა მეუღლისთის, რაც კი ხელში მოხვდებოდა და ბოლოს თვითმკვლელობითაც კი იმუქრებოდა"- ყვებიან ცნობილი ოჯახის ახლობლები.


წყარო: www.beaumonde.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი