logo_geo
ერაყის პრეზიდენტი: ერაყმა პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს
- +

3 იანვარი. 2020. 18:23

 

 

„ერაყმა პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს და შეიარაღებული კონფლიქტის ტრაგედიები თავიდან აირიდოს“, - ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა განაცხადა.

 

ბარჰამ სალიჰმა ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის ავიაიერიში დაგმო და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

 

„ერაყმა პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს და შეიარაღებული კონფლიქტის ტრაგედიები თავიდან უნდა აირიდოს, რომელშიც ქვეყანა ოთხი ათწლეულის განმავლობაში იყო ჩაფლული“, – ნათქვამია ერაყის პრეზიდენტის განცხადებაში.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ აშშ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

 

ერაყის მთავრობის ხელმძღვანელმა ირანელი გენერლის მკვლელობას ერაყის წინააღმდეგ აგრესია უწოდა.

 

„ეს არის საშიში ესკალაცია, რომელიც ერაყში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში გამანადგურებელი ომის მექანიზმს აამოქმედებს“, - განაცხადა ადელ აბდულ მაჰდიმ.

 

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, გენერალ ყასემ სოლეიმანს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებზე გამარჯვების უდიდესი სიმბოლო უწოდა.

 

 

big_banner
არქივი