logo_geo
გაერო-ს გენმდივანი: მსოფლიომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ომი არ უნდა დაუშვას
- +

3 იანვარი. 2020. 23:00

 

გაერო ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის პრესსპიკერის მოადგილის, ფარჰან ჰაქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი ესკალაციით გაერო-ს გენმდივანი ღრმად არის შეშფოთებული.

 

გუტიერეში მხარეებს სპარსეთის ყურეში დეესკალციისკენ მოუწოდებს. განცხადების მიხედვით, გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მსოფლიომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ომი არ უნდა დაუშვას და ლიდერებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი.

 

განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარჰან ჰაქმა ბრიფინგზე თქვა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური მდივანი გაეროში აშშ-ის ელჩს ესაუბრა.

 

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

 

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი