logo_geo
პარიზში მოწყობილ თავდასხმას ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს
- +

5 იანვარი. 2020. 02:23

 

პარიზში მოწყობილ თავდასხმას ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

სამ იანვარს საფრანგეთის დედაქალაქის შემოგარენში დანით შეირაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

 

პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, მამაკაცი შესაძლო ექსტრემისტების ნუსხაში იყო შეყვანილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი