logo_geo
ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს
- +

5 იანვარი. 2020. 17:14

 

 

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის სიკვდილთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავიმ განაცხადა.

 

„სამინისტრო უკვე ღებულობს პოლიტიკურ, იურიდიულ და საერთაშორისო ზომებს, მათ შორის, გაეროს და უშიშროების საბჭოს დონეზე“, - განაცხადა მუსავიმ.

 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ბრიუსელში მიიპატიჟა ერაყში ვითარების დეესკალაციის საკითხზე სასაუბროდ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

 

big_banner
არქივი