logo_geo
ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა
- +

5 იანვარი. 2020. 19:27

 

 

ერაყის პარლამენტის წევრები აშშ-ს ჯარების განდევნის გეგმას მხარს უჭერენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პარლამენტარები მოუწოდებენ უცხოელ ჯარს, დატოვონ ქვეყანა.

 

ბაღდადის პარლამენტმა ასევე მოითხოვა ერაყის მთავრობისგან ზომების მიღება, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყულ მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება.

 

შეერთებულ შტატებს ერაყში დაახლოებით 5,000 ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად, მრჩევლების სახით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი