logo_geo
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 117 წლის გახდა
- +

5 იანვარი. 2020. 21:24

 

 

დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ქალი, იაპონელი კანე ტანაკა 117 წლის გახდა. ამის შესახებ „CNA“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ტანაკა ცხოვრობს, წვეულება მოაწყეს. სტუმრებს ტორტი მიართვეს, ოთახი კი სანთლებით და ბუშტებით მორთეს.

 

კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში 2019 წლის 9 მარტს მოხვდა, როგორც დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, როგორც ქალებს, ასევე კაცებს შორის. მაშინ ის 116 წლის და 66 დღის იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი