logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქი სამხედროები ლიბიისკენ დაიძრნენ
- +

6 იანვარი. 2020. 01:35

 

 

„თურქი სამხედროები ლიბიისკენ დაიძრნენ“, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეკომპანია „სიენენ თურქის“ ეთერში გააკეთა.

 

„ჩვენი მიზანია ლიბიის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის მთავრობამ დახმარების მიზნით ოფიციალურ ანკარას თხოვნით მიმართა. საუბარია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერაზე.

 

თურქეთი ლიბიის სამთავრობო ძალებს უკვე ამარაგებს ტანკებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ლიბიის არმიის მეთაური ჰალიფა ჰაფთარი აპრილის თვიდან ახორციელებს შეტევას დედაქალაქ ტრიპოლიზე. გენერალი პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის მთავრობის დამხობას ცდილობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი