logo_geo
დღეს NATO-ს ელჩები ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე საგანგებო სხდომას გამართავენ
- +

6 იანვარი. 2020. 10:23

 

 

დღეს NATO-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრაზე ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

 

შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტყმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

 

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს.

 

 

big_banner
არქივი