logo_geo
მსოფლიო რუკიდან სახელწოდება „ჰოლანდია“ გაქრა
- +

6 იანვარი. 2020. 19:46

 

მსოფლიო რუკიდან 1 იანვრიდან სახელწოდება „ჰოლანდია“ გაქრა. ამიერიდან ქვეყნის კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები და უნივერსიტეტები მხოლოდ ოფიციალურ სახელწოდებას – „ნიდერლანდებს“ გამოიყენებენ. ამის შესახებ „The Guardian“ წერს.

 

აღნიშნულია, რომ რეფორმა ქვეყნის ბიუჯეტს 200 ათასი ევრო დაუჯდება, თუმცა როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ცვლილება ეროვნული ბრენდის უნიფიცირების ფორმირებისთვის განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯის განახლებას უკავშირდება. მთავრობა მიიჩნევს, რომ ჰოლანდია ტურისტებში ნარკოტიკებთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ახალი ბრენდი აქტიურად იქნება გამოყენებული 2020 წლის ოლიმპიადაზე და აგრეთვე სიმღერის კონკურსზე ევროვიზია-2020.

 

 

 

big_banner
არქივი