logo_geo
შობის დღესასწაულს აღნიშნავენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ბეთლემში
- +

7 იანვარი. 2020. 00:35

 

შობის დღესასწაულს აღნიშნავენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ბეთლემში. საშობაო წირვას ტრადიციულად იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე III-ე უხელმძღვანელებს.

 

ბეთლემის მანგერის მოედანზე პირველი ასურელი სამღვდელოება მივიდა, შემდეგ იერუსალმის მართლმადიდებელი პატრიარქი, ბოლოს კი კოპტური და ეთიოპიის ეკლესიის მეთაურები.

 

ადგილობრივი მორწმუნეები და პილიგრიმები შობის ეკლესიის მახლობელ მოედანზე დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ, სადაც 15 მეტრიანი საშობაო ხეა აღმართული. მართლმადიდებლების საშობაო წირვას ბეთლემის ტაძარში სავარაუდოდ, პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაჰმუდ აბასი და იორდანიის მეფე აბდულა მეორის წარმომადგენელი დაესწრებიან.

 

ბეთლემის შობის ეკლესია მღვიმეზეა აშენებული, სადაც ქრისტიანული ტრადიციით იესო ქრისტე დაიბადა.

 

 

big_banner
არქივი