logo_geo
სიდნეის უნივერსიტეტი: ხანძრების შედეგად სულ მცირე 480 მილიონი ცხოველი დაიღუპა
- +

7 იანვარი. 2020. 16:28

 

 

 

ავსტრალიაში ვეტერინარებმა და მაშველებმა ხანძრების შედეგად დაშავებული ცხოველების ძებნა დაიწყეს. როგორც სიდნეის უნივერსიტეტში აცხადებენ, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ტყეებში ხანძრების შედეგად, სულ მცირე 480 მილიონი ცხოველი დაიღუპა.

 

ავსტრალიის სახანძრო სამსახურებმა ვეტერინარებსა და მაშველებს დღეიდან ნებართვა მისცეს, ვიქტორიას შტატში დაშავებული ცხოველების სამძებრო ოპერაცია დაეწყოთ.

 

„ახლა ჩვენ დაზარალებულ რეგიონებში ექიმებისა და მედიკამენტების მიწოდებაზე ვართ ფოკუსირებულები“, – განაცხადეს ვიქტორიის შტატის ეროვნული პარკების სამმართველოში.

 

მოგვიანებით, ანალოგიური სამაშველო ოპერაციის ჩატარება იგეგმება სხვა დაზარალებულ რეგიონებში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი