logo_geo
ირანელმა მაშველებმა ავიაკატასტროფის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს
- +

8 იანვარი. 2020. 13:41

 

 

ირანელმა მაშველებმა იმ ადგილზე, სადაც უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შავი ყუთები იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ირანის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნაპოვნია ორივე შავი ყუთი.

 

ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, გამოირიცხა ტერაქტის ვერსია და გამოძიება ტექნიკური გაუმართაობის მიმართულებით მუშაობს.

 

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

 

ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი