logo_geo
ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინონ
- +

8 იანვარი. 2020. 15:49

 

„ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესაკალაცია მოახდინონ“, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ იარაღის გამოყენება „ახლავე უნდა შეწყდეს“.

 

„მიმდინარე კრიზისი მოქმედებს არა მარტო რეგიონზე, არამედ ყველა ჩვენგანზე. იარაღის გამოყენება ახლავე უნდა შეწყდეს და დიალოგი დაიწყოს“, - აცხადებს ვონ დერ ლეიენი.

 

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი