logo_geo
ლინდსი გრემი: აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიში ომის აქტია
- +

8 იანვარი. 2020. 16:33

 

ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გამოეხმაურა და ფაქტს ომის აქტი უწოდა.

 

სენატორის თქმით, ტრამპს სული უფლებამოსილება აქვს პასუხი გასცეს ირანს.

 

„ეს არის  აგრესიის აქტი. პრეზიდენტ ტრამპს სრული უფლებამოსილება აქვს პასუხი გასცეს. მაგრამ ისმის კითხვა როგორ მოახდენს ის რეაგირებას. ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიში ომის აქტია. თუ ირანის ქცევა არ შეიცვლება, ის შესაძლოა ნავთობის ბიზნესის გარეშე დარჩეს“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.

 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 იანვარს ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ბრძანებით საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს. საპასუხოდ ირანმა, ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მომხდარს ტრამპი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად არის. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია ჰყავს. ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზას ბალისტიკური რაკეტები დაუშინა. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. ირანული მხარის განცხადებით, თავდასხმა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებაზე პასუხს წარმოადგენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი