logo_geo
ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
- +

9 იანვარი. 2020. 11:09

 

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში ხელახლა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. შტატში ცეცხლი 1,2 მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. სინოპტიკოსები კიდევ უფრო უარესის მოლოდინში არიან, რადგან კვლავ ტემპერატურის მატება და ქარია მოსალოდნელი.

 

კენგურუს კუნძულზე დღეს წვიმას ელოდებიან, მაგრამ ადგილობრივების თქმით, „ეს ვეღარაფერს შველის“. ვივონის ყურეში, რომელიც ამავე კუნძულზე მდებარეობს, სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. კვამლი იმ ქალაქებშიც იგრძნობა, რომელსაც ტურისტები ძირითადად სტუმრობენ.

 

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ხანძრებს სექტემბრის შემდეგ ვერ აქრობენ. ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანია დაღუპული. ეკოლოგები ხანძრების ქვეყნის ფლორასა და ფაუნაზე „კატასტროფულ შედეგებზე“ საუბრობენ. მათი ცნობით, განადგურებულია უნიკალური ჯიშები და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი. ველური ბუნების მკვლევარები შიშობენ, რომ შესაძლოა ჩანთოსნების ზოგიერთი სახეობა და შავი კაკადუები საერთოდ აღარ დარჩნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი