logo_geo
ავსტრალიაში აქლემების დახოცვის ოპერაცია დაიწყო
- +

9 იანვარი. 2020. 19:11

 

 

ავსტრალიაში 10 000 აქლემის დახოცვის ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, სამხრეთ ავსტრალიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

რეგიონის სამხრეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობას სნაიპერები იღებენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ვერტმფრენების საშუალებით 10 000 აქლემს დახოცავენ.

 

ოპერაცია შტატის სამხრეთ ნაწილში, ანანგუს დასახლებასთან ტარდება. აღნიშნულ რეგიონში 2 300 აბორიგენი ცხოვრობს. ოპერაციის პირველ დღეს სნაიპერებმა 1 500 აქლემი მოკლეს.

 

აქლემების დახოცვის მიზეზად მათი რაოდენობის სწრაფი ზრდა და დასახლებულ პუნქტებისკენ გადაადგილება სახელდება, რის გამოც ცხოველები წყლის სისტემას საფრთხეს უქმნიან. ამასთან ერთად, როგორც აღინიშნა, აქლემები ინფრასტრუქტურას აზიანებენ.

 

კიდევ ერთ მიზეზად აქლემების მიერ სათბური აირების გამოყოფა სახელდება. ექსპერტების შეფასებით, აქლემები წელიწადში ტონამდე ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

 

ავსტრალიაში მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ეს რაოდენობა ჰაერს წელიწადში 400 000 მანქანის მსგავსად აბინძურებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი