logo_geo
დონალდ ტრამპი: სოლეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას გეგმავდა - ჩვენ ეს მონსტრი შევაჩერეთ
- +

10 იანვარი. 2020. 11:15

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.

 

„ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი, გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის აპირებდა ჩვენი საელჩო აეფეთქებინა. ჩვენ ეს სხვა აშკარა მიზეზებითაც გავაკეთეთ. ვიღაც მოკვდა, ადამიანები მძიმედ დაშავდნენ... ჩვენ ეს დავასრულეთ. ეს იყო მონსტრის დასასრული", - დასძინა ტრამპმა.

 

მოგვიანებით ტრამპმა მედიასთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა.

 

„სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და თვალი ჩვენს საელჩოებზე ეჭირა. მისი სამიზნე არა მარტო ბაღდადში მდებარე ჩვენი საელჩო იყო", - განაცხადა ტრამპმა.

 

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკოსები მოუწოდებენ დაასახელოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო პენტაგონმა გადაწყვეტილება ბაღდადის აეროპორტში ჩატარებულიყო ოპერაცია.

 

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი