logo_geo
მიწისძვრამ პუერტო-რიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობა გაანადგურა
- +

10 იანვარი. 2020. 15:26

 

6 იანვარს პუერტო-რიკოში მომხდარმა 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ კუნძულოვანი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - კლდოვანი თაღი პუნტა-ვენტანა გაანადგურა. ინფორმაციას „The New York Times“ ავრცელებს.

 

პუნტა-ვენტანა კარიბის ზღვის სანაპიროზე, გუანილიასთან კლდოვანი ქანის ზღვის მიერ გამორეცხვის შედეგად წარმოქმნილი ფანჯრისებური თაღი იყო.

 

ინფორმაცია დაადასტურა პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის მეტეოროლოგიურმა ლაბორატორიამ, რომელმაც „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა თაღის ადრინდელი და ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარწერით: „ბუნებრივი თაღი პუნტა-ვენტანა გაქრა“.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი