logo_geo
ირანი „დიდ ტყუილს“ უწოდებს აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შესაძლოა, რაკეტამ ჩამოაგდო
- +

10 იანვარი. 2020. 15:36

 

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ „დიდ ტყუილში“ ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ხოლო აშშ-ის თანამდებობის პირების ბრალდებები, რომ „ბოინგ 373“ რაკეტებმა ჩამოაგდო, უარყო და „დიდ ტყუილად“ შეაფასა.

 

ირანის „Press TV“-ზე დაყრდნობით, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ალი რაბიეიმ განაცხადა, რომ ასეთი დიდი სიცრუისთვის პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.

 

„ასეთი დიდი სიცრუისთვის პასუხისმგებლობას არავინ აიღებს მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება, რომ განცხადება სიცრუეა. სამწუხაროა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ფსიქოლოგიური ოპერაცია და ისინი, ვინც ამას შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მხარს უჭერენ, შეურაცხყოფას აყენებს იმ ოჯახების ტრავმას, რომელთაც ნათესავები დაკარგეს, და ასევე, მათ ამგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მსხვერპლად აქცევს გარკვეული მიზნებისთვის“, - აღნიშნა მან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი