უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფაქტი, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდება რაკეტით მოხდა, არ დადასტურებულა, თუმცა, ოფიციალური კიევი ამ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან განიხილავს.
„თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის“, - წერს ზელენკსი Facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.