logo_geo
საბერძნეთის კუნძულთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 12 მიგრანტი დაიღუპა
- +

11 იანვარი. 2020. 16:13

 

 

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტთა ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21-ის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კუნძულ პაქსოსთან მოხდა. სანაპირო დაცვის მონაცემებით, ნავზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

ინფორმაცია, თუ საიდან მოდიოდა ნავი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი