logo_geo
ავსტრალიის პრემიერი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
- +

12 იანვარი. 2020. 16:45

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 

ეს განცხადება მორისონმა გამოცემა „ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კონსულტაციას იწყებს.

 

ავსტრალიაში ტყის ხანძარი 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებს.

 

საერთაშორისო მედიის მონაცემებით, ხანძარმა 8 მილიონი ჰექტარი გაანადგურა, დაღუპულია 27 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი.

 

ავსტრალიის ტყის ხანძარს მეხანძრეები ამ წუთებშიც ებრძვიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი