logo_geo
იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის მეგობარ გოგოს ეძებს
- +

12 იანვარი. 2020. 18:46

 

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის, რომლის ფარგლებშიც დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება, მეგობარ გოგოს ეძებს.

 

44 წლის იუსაკუ მაეზავა, რომელმაც თავისი ონლაინ გაყიდვების კომპანია გაყიდა, ამბობს, რომ მისი პარტნიორი 20 წელს გადაცილებული უნდა იყოს. 

 

„მარტოობის და სიცარიელის გრძნობები მიპყრობს და ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: მიყვარდეს ერთი ქალი“, Reuters-ის ცნობით, ეს სიტყვები მაეზავამ აპლიკანტებისთვის არსებულ ვებგვერდზე დაწერა.

 

„მე მინდა, ვიპოვო ცხოვრების პარტნიორი და ამ სიყვარულის შესახებ ხმამაღლა გარესამყაროდან ვილაპარაკო“, - ამბობს მილიარდერი, რომელიც მთვარეზე გამგზავრებას პირველი მგზავრის რანგში SpaceX-ის მეშვეობით 2023 წელს აპირებს.

 

მაეზავა შეყვარებულს ახლახან დაშორდა. აპლიკანტებს მისიაში მონაწილეობა უნდა აინტერესებდეთ და მის დაგეგმვაშიც მიიღონ მონაწილეობა. ასევე უნდა სურდეთ მსოფლიოში მშვიდობის მიღწევაში წვლილის შეტანა. მაზაევა გამარჯვებულს მარტის ბოლოს შეარჩევს. მისიის ფარგლებში ის დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი