logo_geo
ევერესტზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა
- +

13 იანვარი. 2020. 12:59

 

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ჰიმალაებზე, კერძოდ კი ევერესტზე ბალახის საფარის ფართობი გაიზარდა და ზოგიერთ ზონაში თოვლის საფარი შემცირდა.

 

მეცნიერებმა ერთმანეთს 1993 წლის და 2018 წლის მონაცემები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ოთხ კონკრეტულ სიმაღლეზე  ბალახის და ბუჩქნარის საფარი 4150 მეტრიდან 6000-მდე გაიზარდა.

 

მეცნიერების შეფასებით, უფრო სერიოზული ცვლილებები 5000-5500 მეტრის სიმაღლეზე გამოიკვეთა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური დათბობის გავლენის შედეგად, ჰიმალაებზე მწვანე საფარის მოცულობა გაიზარდა.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყინულის დნობის სიჩქარე 2000-2016 წლებში გაიზარდა. არამდგრადი თოვლის საფარის მოცულობა ევერესტზე გაიზარდა. გაჩნდა ადგილები, სადაც თოვლის საფარი მუდმივი აღარ არის. ახლა მეცნიერები წყლის რესურსებზე მცენარეული საფარის გავლენას იკვლევენ. სტატისტიკით, ჰიმალაებზე არის აზიაში ყველაზე დიდი ათი მდინარე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი