logo_geo
CNN: ალ-ასადის ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცები ირანის თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, რომ თავშესაფარში ჩასულიყვნენ
- +

13 იანვარი. 2020. 13:18

 

 

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ჯარებმა ერაყის ალ-ასადის ბაზაზე, წინასწარ იცოდნენ, რომ ირანი სწორედ იქ, საჰაერო თავდასხმას განახორციელებდა და გაფრთხილებულნი იყვნენ, თავშესაფარში ჩასულიყვნენ. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ დროს ბაზაზე იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ თავდასხმის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა, არ იცოდნენ, რა ინტენსივობის და როგორი დარტყმა განხორციელდებოდა.

 

ცოტა ხნის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმაც განაცხადა, რომ ირანმა ერაყს სიტყვიერი გაფრთხილება გაუგზავნა, რომ მალე ამერიკის პოზიციებზე დარტყმა განხორციელდებოდა. CNN-ის ცნობით კი ამის შესახებ ოფიციალურმა ბაღდადმა ვაშინგტონი წინასწარ გააფრთხილა.

 

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს პენტაგონის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. თეირანმა საპასუხოდ, ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი