logo_geo
ავსტრალიაში გადარჩენილი ცხოველებისთვის ბოსტნეულს ვერტმფრენებიდან ყრიან
- +

13 იანვარი. 2020. 13:19

 

 

ავსტრალიაში, ტყის მასივების მახლობლად ვერტმფრენებიდან 1000 კგ-ზე მეტი ბოსტნეული გადაყარეს.

 

ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, გადაარჩინოს ცხოველები, რომლებმაც ხანძარს თავი დააღწიეს, თუმცა შესაძლოა, საკვების გარეშე დაიღუპონ.

 

ვერტმფრენებიდან გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მღრღნელებისთვის  სტაფილო და ბატატი გადაყარეს.

 

ავსტრალიაში ტყის ხანძრებმა ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა. წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ სამხრეთ უელსის მხარეში დაიღუპა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი