logo_geo
ირანის მთავრობის პრესსპიკერი: ტრამპი ირანელ ხალხზე საუბრისას „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის
- +

13 იანვარი. 2020. 17:23

 

 

ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება „ტვიტერზე“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის, როცა ირანელ ხალხზე საუბრისას თავის წუხილს გამოთქვამს. მისი თქმით, ირანელ ხალხს ახსოვს, რომ ტრამპმა გენერალი სოლეიმანი მოკლა და რომ ტრამპი იყო სათავე იმ ეკონომიკური გამოწვევების, რომლის წინაშეც ისინი დგანან.

 

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციები იმართება, რომელსაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

 

„ირანის ლიდერებს - არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით რეპორტიორებს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი